Monday, July 13, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ჩემი აზრით დღევანდელ დღეც საინტერესო იყო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. შევქმენით მოსწავლისთვის შაბლონი. სადაც ჩამოვაყალიბე ის შეკითხვები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტზე მუშაობაში და მასალის უკეთ ათვისებაში. პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირების ნაწილი.ნაყოფიერი იყო ეს დღეც.

Wednesday, July 1, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღეს ბლოკზე გამოვაქვეყნეთ პორთფოლიოები. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და გავაკეთეთ კომენტარები.
ამ ტრენინგის კურსი უაღრესად საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანი ბევრ ახალ ინფორმაციას, რომელიც დამეხმარება გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში. თვით ტრენერმაც, ქალბატონმა ნინომ ძალიან საინტერესოდ და ადგვილად შეძლო ამ მასალის ჩვენთვის მოწოდება. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ცხრა გაკვეთილით.

Friday, June 12, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, რადგან დაეთმო შეფასების მეთოდები. რომელიც მოვარგეთ ჩვენ პროექტებ. ეს რუბრიკები გამოგვადგება მოსწავლეების შესაფასებლად.
ვფიქრობ რომ ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რადგან კიდევ გავიგრმავეთ ცოდნა აღნიშნული მეთოდების განსახორციელებლად. გავიგე ახალიც, რომელსაც აუცილებლად დავგეგმავ სასწავლო პროცესებისას. აღნიშნული მეთოდები მომცემს საშუალებას ზუსტად მოვახდინო მოსწავლეების სათნადო შეფასება.
გარდა ამისა შევისწავლეთ drive-ში მუშაობა.

Wednesday, June 10, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრომ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო. შევისწავლე ბლოგზე მუშაობა, ფონის შერჩევა, გამოქვეყნება, წაშლა და შენახვა.
ასევე გავეცანით პროექტზე მუშაობას. ინდიკატორების მეშვეობით მიზნების განსაზღვრას და მორგებას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი, რადგან ბევრ ახალ ინფორმაციას ვეცნობი, რომელიც დამეხმარება გაკვეთილის დაგეგმვაში და საინტერესოდ ჩატარებაში.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებაში მოსწავლეები არიან ჩართულები, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ ინტერესს საგნისადმი.